ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ასევე ვირუსს 20 ათასზე მეტი პირი ემსხვერპლა. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 60-ზე მეტ ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 74 ქვეყანას უკვე გაუგზავნა 2 მილიონი დამცავი საშუალება. ეს ის ქვეყნები იყო, რომლებსაც აღჭურვილობა დაუყოვნებლივ სჭირდებოდათ. ახლა კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსგავს აღჭურვილობას კიდევ 60 ქვეყანას გაუგზავნის“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, პრობლემის გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და სოლიდარობით არის შესაძლებელი.