ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამ მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამ მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
2 287 196 ადამიანს ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდა, 981 914 მათგანმა კი ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ვაქცინის პირველი დოზით ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 2,8 პროცენტია აცრილი.
გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხდა, რომ 21 სექტემბრისთვის ვაქცინაცია ყველა მოქალაქეს უნდა შეეთავაზოს. მერკელმა ეროვნული ვაქცინაციის სტრატეგიასთან ერთად, ვაქცინაციის გეგმაც წარადგინა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში ვირუსის 2.2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 61 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გერმანია ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში ქვეყნების ათეულშია.