„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა“
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა. ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას ეხება.
როგორც კონფერენციაზე განმარტეს 80-დან 90-იან წლებამდე 454 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო ათი წლის შემდგომ 236 ათასი. დემოგრაფები და სასულიერო პირები გამოსავალს კანონში ცვლილებების შეტანაში ხედავენ.
,,საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება-XXI” დირექტორმა აბორტების კუთხით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ბოლო წლებში, ჯამში 40-ათასამდე აბორტი გაკეთდა
.,,ბოლო ექვსი წლის მანძილზე 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. გამოსავალი არის იმაში, რომ ჯანმრთელობის კანონში შევიდეს ცვლილებები”, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.