აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წელს მიღებული Roe v. Wade​-ის კანონი, რომლის მიხედვითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული. მედიის ცნობით, 1973 წელს ქალებს მიენიჭათ აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში. ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კონკრეტული შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ მილიონობით ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკარგავს აბორტის უფლებას მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 50-წლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც მოცემული ქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალიზებულია. საუბარი ეხება საქმეს „როუ უეიდის წინააღმდეგ“, რომელიც 1973 წელს აშშ-ის უზნაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აბორტის კანონიერების თაობაზე. ამიერიდან ფედერალური კანონები აღარ იძლევიან გარანტიას აბორტის უფლებასთან დაკავშირებით და ცალკეულ შტატებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად აკრძალონ ეს ქმედება. არსებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ შეზღუდვები ან აკრძალვები ამერიკის შტატების ნახევარში დაწესდება და შეეხება რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 36 მილიონ ქალს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მაგალითად მისურის შტატის გენერალურმა პროკურორმა ერკი შმიდტმა უკვე მოაწერა ხელი კანონს აბორტის აკრძალვის თაობაზე. იმ შტატებში, რომლებშიც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები არიან ხელისუფლებაში, აქტიურად ახორციელებენ კანონპროექტებს, რომლებიც აბორტის ხელმისაწვდომობას ზღუდავს, ხოლო „დემოკრატები“ ტრადიციულად ეწინააღმდეგებიან მსგავს შეზღუდვებს.

დატოვე კომენტარი