ვარშავაში აბორტის ახალი რეგულაციის წინააღმდეგ აქციაში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ვარშავაში აბორტის ახალი რეგულაციის წინააღმდეგ აქციაში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აბორტის ახალი რეგულაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აბორტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ პოლონეთში საპროტესტო აქცია უკვე მეცხრე დღეა მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ვარშავის ცენტრალურ ქუჩებში გამართეს მსვლელობა, რომლებსაც ხელში შავი ქოლგები ეჭირათ. პოლონეთში ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის საპროტესტო აქცია ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში პირველად გაიმართა.

აბორტის თითქმის სრულ აკრძალვაზე გადაწყვეტილება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 22 ოქტომბერს მიიღო. „როიტერის“ ინფორმაციით, ვარშავაში მცირე ჯგუფური შეკრებები გამართეს ულტრამემარჯვენე ჯგუფებმაც, რომლებიც სასამართლოს ახალ რეგულაციას უჭერენ მხარს.