ესპანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 655 ადამიანი დაიღუპა. გუშინ ესპანეთში 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 738 ადამიანი იყო.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსით 4 089 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 47 610-დან 56 188-მდე გაიზარდა.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ქვეყანაა.
ესპანეთში კარანტინი 13 მარტს გამოცხადდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსს ესპანეთში ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.