ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად, „რეალში“ „ოქროს ბურთის“ მფლობელი აღარ დარჩა
მადრიდის „რეალი“, 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ პირველად, ახალ სეზონს „ოქროს ბურთის“ მფლობელის გარეშე იწყებს.
2000-2001 წლების სეზონში, მადრიდულ გუნდში ლუიშ ფიგუ მივიდა. შემდეგ, „რეალის“ შემადგენლობაში იყვნენ: ზინედინ ზიდანი, მაიკლ ოუენი, რონალდო, ფაბიო კანავარო, კაკა და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც სხვადასხვა წელს ფლობდნენ პრესტიჟულ ჯილდოს. რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, „რეალში“ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფეხბურთელი აღარ დარჩა.
მსოფლიოს მოქმედ ფეხბურთელებს შორის „ოქროს ბურთი“ რონალდუს გარდა მხოლოდ ლიონელ მესის აქვს მოგებული.