ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომუშავე მედიკოსებს მადლობის ნიშნად ყვავილები აჩუქეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოხალისეებმა დასახლებაში მომუშავე მედიკოსებს, მათ, ვინც თერმოსკრინინგის პროცესშია ჩართული, ასევე საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ყვავილები აჩუქეს.
ყვავილები მუნიციპალიტეტს ბოლნისში არსებულმა ყვავილების სასათბურე მეურნეობამ გადასცა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მადლობის ნიშნად, ამ ყვავილების დარიგება ქალაქის მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გადაწყდა.