ბოლნისში დღეს მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.
ბოლნისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს. თვითმხილველების თქმით, ქვა მათ შავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით მოძრავმა პირმა ესროლა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს.