ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბიჭს ეძებენ

00:17, 22.03.2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბიჭს ეძებენ.

მოზარდი სახლიდან 11:00 საათზე გავიდა. არსებული ინფორმაციით, ის მდინარესთან იმყოფებოდა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბიჭის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი სამსახურები. მათთან ერთად, 9 წლის მოზარდს ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებს.

მსგავსი