ბოლნისში დღეს მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ბოლნისში დღეს მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ბოლნისში დღეს მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

ბოლნისში,  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს. თვითმხილველების თქმით, ქვა მათ შავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით მოძრავმა პირმა ესროლა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს.