ბოლნისში, სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.