ბოლნისის სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბოლნისის სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბოლნისში, სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.