ბოგდან აურესკუ - არ მგონია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს
არ მგონია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა.
აურესკუს ჟურნალისტებმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“.
ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.