ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა
ბოდბეში ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დილიდან ხალხმრავლობაა. საზეიმო წირვა-ლოცვა მონასტრის სასულიერო პირებმა აღავლინეს.
ტრადიციულად, ნინოობის დღესასწაულს ბოდბეში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლი და მომლოცველები ესწრებიან.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოში ორჯერ აღვნიშნავთ. პირველ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს და 27 იანვარს – წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს.