ბოდბეში ნინოობის აღსანიშნავად სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს
ბოდბეში ნინოობის აღსანიშნავად სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს დილიდან, ბოდბეში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

ბოდბეში დილიდან უამრავი ხალხია შეკრებილი, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობი მრევლს მიმართავს. ბოდბეში დღეს ამერიკის ელჩსაც ელოდებიან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინო ბოდბის მონასტერშია დაკრძალული.