ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკიდან აცნობეს, მათთან გუშინ ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს – ერთი კახეთიდან გადმოყვანილი დაინფიცირებული ექიმი, მეორე ერთ-ერთი კლინიკის სამედიცინო პერსონალის შვილი.
მათივე განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა, მათ შორის ერთი მოზარდია.