ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს

11:45, 03.05.2020

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკიდან აცნობეს, მათთან გუშინ ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს – ერთი კახეთიდან გადმოყვანილი დაინფიცირებული ექიმი, მეორე ერთ-ერთი კლინიკის სამედიცინო პერსონალის შვილი.

მათივე განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა, მათ შორის ერთი მოზარდია.

მსგავსი