„ბლუმბერგი“ - უკრაინა საარტილერიო ჭურვებისა და ანტისაჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების დანაკლისს განიცდის
„ბლუმბერგი“ - უკრაინა საარტილერიო ჭურვებისა და ანტისაჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების დანაკლისს განიცდის

„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინა საარტილერიო ჭურვებისა და ანტისაჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების დანაკლისს განიცდის. როგორც გამოცემა იუწყება, ფრონტის ხაზიდან მოსული ცნობებით, სიტუაცია სულ უფრო რთული ხდება და უკრაინულ ძალებს რუსული საჯარისო შენაერთების შეკავება უჭირთ.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად უკრაინას საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის სტაბილური მიწოდება სჭირდება, რასაც კიევის მოკავშირეები რთულად უზრუნველყოფენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წარმოების მუდმივი შეფერხებისა და საკუთარი მარაგების ამოწურვის გამო ევროკავშირი უკრაინას პირველ მარტამდე მხოლოდ 600 000 ჭურვს გადასცემს და არა – ერთ მილიონს, როგორც ეს დაგეგმილი იყო.