ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სურსათის ეტიკეტირების მოქმედ წესში დადგენილ ცვლილებებს გაეცნენ
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილ ცვლილებებს გაეცნენ.
შეხვედრის მთავარი თემა სურსათის ეტიკეტირების მოქმედ წესში დადგენილი ცვლილებები იყო. სიახლე ძალაში 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა, რის შემდეგაც მეწარმეები ვალდებულნი იქნებიან ეტიკეტზე დაიტანონ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის, საკვები ღირებულებისა და შენახვის პირობების შესახებ.
ბიზნესსექტორი მთავრობის 301-ე დადგენილებას დროულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამით როგორც მომხმარებლების, ისე მეწარმეების უფლებებიც დაცული იქნება.
შეხვედრა „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა.