ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სავაჭრო-სამრეწველო პალატა მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების თემაზე რეგიონულ შეხვედრებს მართავენ
ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სავაჭრო-სამრეწველო პალატა მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების თემაზე რეგიონულ შეხვედრებს მართავენ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელი დავით ედილაშვილი ფოთში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნელებს შეხვდნენ.

ბიზნესომბუდსმენი და სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონულ შეხვედრებს „ევროკავშირი საქართველოსთვის“ (EU4Business) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მართავენ. ინიციატივის მიზანია საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება და მედიაცია-არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელშეწყობა.

ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აპარატის საქმიანობა გააცნო.

შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის როლზე ისაუბრა და მეწარმეებს იმ მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა გამოყენებითაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი საჭიროების შემთხვევაში, კერძო სექტორს სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში დაეხმარება.

ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელმა დავით ედილაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე უპირატესობებზე ისაუბრეს.

მედიაცასა და არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრა უკვე გაიმართა ქუთაისში. მორიგი შეხვედრები ახალციხესა და თელავშია დაგეგმილი. შეხვედრების მიზანი რეგიონულ ბიზნესწრეებში მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე ცნობიერების ამაღლებაა.