ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დღეს ბათუმში ადგილობრივი ბიზნესსექტორის 200-მდე წარმომადგენელს ხვდება.
შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძე ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობას და იმ საკომუნიკაციო მექანიზმებს აცნობს, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორს შეუძლია ბიზნესომბუდსმენს დაუკავშირდეს და მხარდაჭერა მიიღოს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო და პრობლემური საკითხების შესახებ ირაკლი ლექვინაძეს შეკითხვები დაუსვეს.
რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენი უკვე შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.
ბიზნესომბუდსმენის ოფისის რეგიონული შეხვედრების მიზანია რეგიონებში კერძო სექტორთან ომბუდსმენის ოფისის კომუნიკაციის გააქტიურება და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მათი მხრიდან შეხვედრებზე დასმული საკითხების მიხედვით, რეგიონებში ბიზნესის წარმოების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.
შეხვედრები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენის ოფისს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით იმართება.