StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხები 2,5 მლნ ლარით გაიზარდა
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხები 2,5 მლნ ლარით გაიზარდა

StopCoV ფონდში უკვე 19 მლნ 935 ათასი ლარია. 31 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 19 მლნ 935 ათასი ლარი შეადგინა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში აცხადებენ, რომ შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: „კავკასუს ონლაინი“ – ერთი მლნ ლარი; STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI – 650 ათასი ლარი; „IDS ბორჯომი საქართველო“ – 300 ათასი ლარი; ავთანდილ ნამიჩეიშვილი -100 ათასი ლარი; „ჯორჯიან მანგანეზი“- 100 ათასი ლარი; „ალდაგი“ – 50 ათასი ლარი;​ „იუჯითი“ – 50 ათასი ლარი;​ „დაგი“- 30 ათასი ლარი; „Sisam kavkasus“ – 20 ათასი ლარი;​ „ენსი გრუპ“- 20 ათასი ლარი;​ „გილმარი“ – 15 ათასი ლარი;​„ნეოფარმი“ – 15 ათასი ლარი; შპს „კაცხურა“ – 10 ათასი ლარი; EPIC DEVELOPMENT – 10 ათასი ლარი;​„ჯეონეთი“ – 10 ათასი ლარი; „ისანი ბილდინგ“ – 10 ათასი ლარი;​ „ლოჯისტიქს სოლუშენ“ – 10 ათასი ლარი;​ „ბიესი“ – 5 ათასი ლარი;​ „გროს ენერჯი ჯგუფი“ – ხუთი ათასი ლარი; ​„აპტოსი“ – ხუთი ათასი ლარი;​„აიტიკრაფტი“ – ხუთი ათასი ლარი; ​„ოქტოპუსი“ – ხუთი ათასი ლარი; საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია – 2 500 ლარი.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund

დატოვე კომენტარი