მცხეთაში საყოველთაო სანათლავისა და ხიდის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 423 729 ლარი გამოიყოფა
მცხეთაში საყოველთაო სანათლავისა და ხიდის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 423 729 ლარი გამოიყოფა

მცხეთაში, ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 423 729 ლარი გამოიყოფა. ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო დასრულების ვადად 29 დეკემბერი დასახელდა.

“სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს კონკურსს ქ. მცხეთაში ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის   მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 423 729 (ოთხას ოცდასამი ათას შვიდას ოცდაცხრა) ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გარეშე . წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 29 დეკემბერს  12:30 საათზე”, – ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.