პოპვარსკვლავ ბიონსესა და რეპერ ჯეი-ზის ერთობლივი ტურნე 2018 წლის ივნისში დაიწყება.
ტურნეს სახელწოდება On the Run II იქნება. ტურნეს მხარდასაჭერად, წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც საოჯახო არქივის შავ-თეთრი კადრებით არის აწყობილი. ერთ დღე-ღამეში კლიპი ექვსმა მილიონმა ადამიანმა ნახა.
პირველი კონცერტი 6 ივნისს, კარდიფში არის დაგეგმილი. ევროპის ფარგლებში კი, მუსიკოსები დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიას, დანიას, შვედეთს, გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, იტალიასა და ესპანეთს ესტუმრებიან. ევროპის შემდეგ კი, წყვილი აშშ-სა და კანადაში გადაინაცვლებს.