ჯეი-ზი მსოფლიოში პირველი მილიარდერი რეპერი გახდა
ჯეი-ზი მსოფლიოში პირველი მილიარდერი რეპერი გახდა

ჯეი-ზი (Jay-Z) მსოფლიოში პირველი მილიარდერი რეპერი გახდა. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჯე-ზი იგივე შონ კარტერი შამპანურის მწარმოებელი ცნობილი ბრენდის აქციებს ფლობს, რომელთა ღირებულება 310 მილიონი დოლარია. 220 მილიონი დოლარი მომღერალმა კომპანია „იუბერში“ ინვესტიციით მიიღო. კიდევ 100 მილიონის ოდენობით შემოსავალი რეპერმა საკუთარი კონიაკის ბრენდიდან მიიღო, რომელსაც ის კომპანია „ბაკარდისთან“ ერთად ასხამს.

გარდა ამისა, ჯეი-ზის აქვს საკუთარი მუსიკალური სტრიმინგსერვისი „ტიდალი“, რომელიც რეპერმა 2015 წელს აამუშავა და დღეს მისი ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

მომღერალს ეკუთვნის გასართობი კომპანია „როკ ნეშენი“, რომელსაც 75 მილიონ დოლარად აფასებენ. მუსიკოსს ასევე აქვს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელშიც 70 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები და სხვა ნივთებია დაცული.