„ბიბისის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამო, ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
„ბიბისის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამო, ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა

საპროტესტო აქციის გამო, ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, აეროპორტის მთავარ ტერმინალში უკვე მეოთხე დღეა არ წყდება მიტინგი.

ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე ათასობით დემონსტრანტი იმყოფება. როგორც აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიტინგმა აეროპორტის მუშაობა „სერიოზულად შეაფერხა“.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აპროტესტებენ და ჰონგ-კონგის მეთაურის გადადგომას ითხოვენ.

აქციების ჰონგ-კონგში უკვე ორი თვეა არ წყდება.