„ბიბისის“ ინფორმაციით, რიგაში, არალეგალურ ჰოსტელში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა
რიგაში, არალეგალურად მოწყობილ ჰოსტელში ხანძარს რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დამწვრობა მიიღო 24-მა პირმა.
რიგის მერის, მარტინს სტაკის განცხადებით, დაღუპულები უცხოელი ტურისტები არიან. ასევე, მერმა აღნიშნა, რომ შენობას არ ჰქონდა ჰოსტელის მოწყობის ლიცენზია.
მერკელას ქუჩაზე მდებარე ექვსსართულიან შენობაში ხანძარი ბოლო სართულზე გაჩნდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო დაზარალებულები ალტერნატიული საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილი.