„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლივიის ჯუნგლებში ხანძარი წვიმამ ჩააქრო
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლივიის ჯუნგლებში ხანძარი წვიმამ ჩააქრო

ბოლივიის ჯუნგლებში ხანძარი წვიმამ ჩააქრო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლმა ოთხი მილიონი ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. როგორც მეტეოროლოგები იუწყებიან, თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ბოლივიის ჯუნგლებში ხანძრის აქტიური კერები აღარ არის.

როგორც ბოლივიის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ ხანძარი ჩაარქო, მეხანძრეები ადგილზე რჩებიან და სიტუაციის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ.

ბოლოვიურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ბოლივიის ჯუნგლებში წვიმის დროს მეხანძრეების ემოციას ასახავს.