„ბიბისის“ (BBC) ინფორმაციით, ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა
ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აისბერგ დი-28-ის ფართობი 1,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ეიმერის შელფური მყინვარიდან წარმოქმნილი აისბერგი საზღვაო ხომალდებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მისი ადგილმდებარეობისა და მიმართულების დასადგენად, აისბერგზე უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.
ეიმერის შელფური მყინვარი ანტარქტიდაზე სიდიდით მესამეა. ბოლოს მსგავსი მასშტაბის აისბერგი ეიმერის შელფურ მყინვარს 50 წლის წინ მოწყდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულის გიგანტური მასის მოწყვეტა კლიმატის ცვლილებას არ უკავშირდება. სატელიტური მონაცემები ცხადყოფს, რომ ზაფხულში ყინულის მნიშვნელოვანი ნაწილის დნობის მიუხედავად, ეიმერის შელფურ მყინვარზე ამ მხრივ ვითარება დაბალანსებულია.
ამჟამად აისბერგი დასავლეთით მიემართება. როგორც მეცნიერები იტყობინებიან, ყინულის გიგანტური მასის ბოლომდე დადნობას რამდენიმე წელი დასჭირდება.