„ბიბისის“ ცნობით, რუსებმა ხერსონის ოლქი ჩაკეტეს 
„ბიბისის“ ცნობით, რუსებმა ხერსონის ოლქი ჩაკეტეს 

რუსებმა ხერსონის ოლქი ჩაკეტეს, რომელიც ოლქს კიევის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან აკავშირებდა, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულმა „ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა“ კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.

„უსაფრთხოების მიზნით ოლქი ჩაიკეტა. საზღვრის გადაკვეთა მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებიდან ძალიან საშიშია უკრაინელი მებრძოლების მხრიდან სისტემატური სროლების გათვალისწინებით“, – განაცხადა სტრემოუსოვმა.

მისი თქმით, ხერსონის ოლქიდან ყირიმში და ზაპოროჟიეს რეგიონის იმ ნაწილში, რომელსაც რუსული ჯარები აკონტროლებენ, გამგზავრება შესაძლებელია, იქიდან კი, დონბასის თვითგამოცხადებულ „სახალხო რესპუბლიკებში“.