„ბიბისის“ ცნობით, პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფებიან
„ბიბისის“ ცნობით, პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფებიან

„ბიბისის“ ცნობით, პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფებიან.

„ბიბისის“ მიხედვით, მედიის ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთმა დოკუმენტმა, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში რამდენიმე ქვეყნის სპეციალური ძალები ოპერირებენ. მათ შორის ყველაზე დიდი კონტინგენტი უკრაინაში დიდ ბრიტანეთს ჰყავს – 50 ადამიანი. მას მოსდევს ლატვია – 17 ადამიანით, საფრანგეთი და აშშ – 15-15 ადამიანით, ნიდერლანდები კი – ერთი ადამიანით.

დოკუმენტში არ არის მითითებული, სად იმყოფებიან და რას აკეთებენ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სპეციალური ძალების წარმომადგენლები.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებულ დოკუმენტებში ბევრი შეცდომაა.

როგორც მედიასაშუალება წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯერ კიდევ სწავლობს, როგორ მოხვდა საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელებში. გამოძიება, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.