ბრიტანული „ბიბისი“ თბილისში რადიოგადაცემას „ხელოვნების საათი მოგზაურობისას“ ჩაწერს. გადაცემის ჩაწერა 2 ივლისს თავისუფალ თეატრში იგეგმება.
გადაცემის წამყვან ნიკი ბედის სცენაზე შეუერთდებიან ქართველი მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები. გადაცემაზე მომუშავე გუნდი გეგმავს, გაეცნოს თბილისის ცოცხალ ახალგაზრდულ კულტურას.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, საქართველო არის მდიდარი მემკვიდრეობისა და უძველესი სამხატვრო ტრადიციების მქონე ქვეყანა, თუმცა ამავე დროს, ის არის ძალიან თანამედროვე. ნიკი ბედი ეცდება, დაადგინოს, რა როლს ასრულებენ ხელოვანები საქართველოსთვის ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. ნიკის სტუმრები იქნებიან მწერალი დავით გაბუნია, ხელოვანი მარიამ ნატროშვილი, რომელმაც შექმნა მობილური მუზეუმი. ასევე, გადაცემის ჩაწერისას იქნება გასართობი საუბრები და მუსიკალური წარმოდგენა კაია კატასა და მოკუ-მოკუსგან.
გადაცემა „ბიბისის“ ეთერში 27 ივლისს გავა.
„ხელოვნების საათი მოგზაურობისას“ ყოველთვიური შოუა მსოფლიოს დიდი ქალაქების კულტურის შესახებ.