„ბიბისი“ - სტამბოლის ახალი გიგანტური აეროპორტი 7 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება
სტამბოლის ახალი გიგანტური აეროპორტი 7 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ახალი აეროპორტიდან ფრენები 300 სხვადასხვა მიმართულებით შესრულდება. შენობაში იქნება მგზავრების სარეგისტრაციო 500 პუნქტი, ექვსი ასაფრენი ბილიკი და 40 000 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.
ათათურქის აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში რეისების გადამისამართება პარასკევს, 5 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. ახალი აეროპორტი სრულად ფუნქციონირებას 7 აპრილს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე დაიწყებს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, სტამბოლის ახალი აეროპორტი 2021 წლისთვის 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება.