„ბიბისი“ - საუთპორტში დანით შეიარაღებული პირი ხალხს დაესხა თავს, არიან დაჭრილები
„ბიბისი“ - საუთპორტში დანით შეიარაღებული პირი ხალხს დაესხა თავს, არიან დაჭრილები

„ბიბისის“ ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული პირი ხალხს დაესხა თავს.

გავრცელებული ვერსიით, პოლიცია მოსახლეობამ ადგილობრივი დროით 11:50 საათზე გამოიძახა. პოლიციის ინფორმაციით, არიან დაჭრილები. დაკავებულია ერთი ადამიანი.

პოლიციამ მოუწოდა ხალხს, თავი აარიდონ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა. ადგილზე პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.