„ბიბისი“ - ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლის შემდეგ, ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სამხედრო ვერტმფრენების გამოჩენის ცნობა გავრცელდა, ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის უწყება უარყოფს
როგორც კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანში დაეშვა, გავრცელდა ცნობა, რომ ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სამხედრო ვერტმფრენები გამოჩდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, მალევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ჩინეთი იძულებული გახდა, ემოქმედა თავდაცვის მიზნით და „ჩინეთის მხრიდან ნებისმიერი საპასუხო ღონისძიება გამართლებული და აუცილებელი პასუხი იქნება ამერიკის არაკეთილსინდისიერ ქცევაზე“.
ტაივანის თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.ტაივანში აცხადებენ, რომ ჩინური თვითმფრინავების ტაივანის ცაზე გამოჩენა ყალბი ინფორმაციაა და მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აყვნენ პანიკას.