„ბიბისი“ - ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო, ფაქტს გენერალური პროკურატურა იძიებს
„ბიბისი“ - ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო, ფაქტს გენერალური პროკურატურა იძიებს

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო. აღნიშნულ ფაქტს გენერალური პროკურატურა იძიებს.

გავრცელებული ცნობით, ზოგიერთმა მცხოვრებელმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე, მაგრამ მაუის დასავლეთში ელექტროენერგიის გათიშვამ, შესაძლოა, შეტყობინების გადაცემა შეზღუდა.

„ბიბისისთან“ საუბრისას, მოსახლეობამ ფართომასშტაბიანი გაფრთხილების არარსებობის გამო ხანძრისგან თავის დასაღწევად თავიანთი სწრაფი მოქმედებები აღწერა. როგორც ოფიციალურმა პირებმა, ისე მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ხანძარი, შეიძლება, ძალიან სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივი მცხოვრებლები „ბიბისისთან“ ინტერვიუში ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ოფიციალური გაფრთხილება, რაც მტკივნეულ კითხვებს აჩენს სასწრაფო დახმარების ეფექტურობის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა მეტი ადამიანის გადარჩენა.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარს 96 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისი“ წერს, რომ ხანძრისგან განადგურებულ ქალაქ ლაჰაინაში ჯერ მხოლოდ ტერიტორიის სამი პროცენტია გაწმენდილი, რაც აჩენს შიშებს, რომ მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, სწრაფად გაიზარდოს.