„ბიბისი“ - აშშ-მა იემენში ჰუსიტების ათობით ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა
„ბიბისი“ - აშშ-მა იემენში ჰუსიტების ათობით ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

აშშ-მა იემენში ჰუსიტების ათობით ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას „ბიბისი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამიზნეებს შორისაა დედაქალაქი სანა და კიდევ რამდენიმე ქალაქი.

როგორც „ბიბისი“ განმარტავს, აშშ-ის ქმედება საპასუხო რეაქციაა გასულ კვირას ჰუსიტების მიერ ჩამოგდებული ამერიკული დრონის გამო.