ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან მაღაზიებში გაიპარა
ახალ ზელანდიაში კარანტინში მყოფი კოვიდინფიცირებული სასტუმროდან გაიპარა და მაღაზიებში ნივთების საყიდლად წავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა ქუჩაში 70 წუთი გაატარა და ერთ-ერთი მაღაზიის წინ სელფიც გადაიღო. მამაკაცი ახალ ზელანდიაში ინდოეთიდან ჩავიდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მას საკარანტინო წესების დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.