ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან მაღაზიებში გაიპარა

13:54, 08.07.2020

ახალ ზელანდიაში კარანტინში მყოფი კოვიდინფიცირებული სასტუმროდან გაიპარა და მაღაზიებში ნივთების საყიდლად წავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა ქუჩაში 70 წუთი გაატარა და ერთ-ერთი მაღაზიის წინ სელფიც გადაიღო. მამაკაცი ახალ ზელანდიაში ინდოეთიდან ჩავიდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მას საკარანტინო წესების დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი