ბესიკ ლილუაშვილი - ნინო ზაუტაშვილის ნებაა, მიმართოს ვისაც უნდა, რა საკითხითაც უნდა, მაგრამ ჩემთვის მისი მოთხოვნა ცოტა გაურკვეველია
ბესიკ ლილუაშვილი - ნინო ზაუტაშვილის ნებაა, მიმართოს ვისაც უნდა, რა საკითხითაც უნდა, მაგრამ ჩემთვის მისი მოთხოვნა ცოტა გაურკვეველია

ნინო ზაუტაშვილის ნებაა, მიმართოს ვისაც უნდა, რა საკითხითაც უნდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბესიკ ლილუაშვილმა განაცხადა.

„სრული ბორდის სახელით ვერ გიპასუხებთ. გიპასუხებთ, როგორც ბესიკ ლილუაშვილი. ნინო ზაუტაშვილი არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანი. მას აქვს თავისი პოზიცია, თავისი აზრი, გამოხატვის თავისუფლება. ეს მისი ნებაა, მიმართოს, ვისაც უნდა და რა საკითხითაც უნდა. რაც შეეხება ბორდს, ბორდი აქტიურად მუშაობს და იმუშავებს კიდევაც იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ დააყენა პროფკავშირებმა​ დღის წერიგში ბორდის გადაყენების საკითხი, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ეს მისთვის გაურკვეველია.

„ეს ქალბატონ ნინო ზაუტაშვილს უნდა კითხოთ და არა მე, რადგან ჩემთვის ცოტა არ იყოს გაურკვეველია“, – აღნიშნა ბესიკ ლილუაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა გუშინ საქართველოს პარლამენტს მიმართა, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.