„რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი კონკურსის „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებული გახდა

„ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის,“ – დღეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე ის ჟურნალისტები დააჯილდოვეს, რომლებიც ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტის დაცვით, სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევებს რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ.

სულ 13 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგანაც 10 რეგიონიდანაა. არასამთავრობოთა ყველაზე მეტი ხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა მიიღო. „თავისუფალი სივრცის“ ავტორმა და წამყვანმა, საერთო მონაცემებით, გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

სპეციალური პრიზები გადაეცათ „რუსთავი 2“-სა და „ტვ პირველს“.