თურქული კლუბის „ბეშიქთაშის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა ბოსნიელი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის ტრანსფერის შესახებ.
პიანიჩის გუნდმა „ბარსელონამ“ და „ბეშიქთაშმა“ ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებაზე მიაღწიეს შეთანხმებას. ფეხბურთელი თურქული კლუბისგან 2.75 მილიონ ევროს მიიღებს.
2020-21 წლების სეზონში პიანიჩმა კატალონურ კლუბში 19 მატჩი ჩაატარა და არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.