„ბეშიქთაშმა“ ოქსლეიდ-ჩემბერლენი გაიფორმა #1TVSPORT
„ბეშიქთაშმა“ ოქსლეიდ-ჩემბერლენი გაიფორმა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდა.

როგორც თურქული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, 29 წლის ფეხბურთელთან გაფორმდა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე. ინგლისელი ფეხბურთელი წელიწადში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც დაემატება 10 ათასი ევრო თითოეული ჩატარებული მატჩისთვის.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ. ამ კლუბში ის 2017 წლიდან თამაშობდა.