ნინუას საკითხი 90 პროცენტით გადაწყვეტილია - „ბეშიქთაშის“ მწვრთნელი არველაძეს ეთანხმება
ნინუას საკითხი 90 პროცენტით გადაწყვეტილია - „ბეშიქთაშის“ მწვრთნელი არველაძეს ეთანხმება

შოთა არველაძემ ნიკა ნინუას „ბეშიქთაშში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან ძლიერი ნახევარმცველია.

„აღმოჩნდა, რომ სტამბოლის გუნდის ხელმძღვანელობა, რომელიც 21 წლის ნახევარმცველ ნიკა ნინუასთან კონტრაქტის გაფრომებას აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველ მწვრთნელს შოთა არველაძეს დაუკავშირდა“, – წერს გამოცემა „მილიეთი“.

„ნინუა ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. „ბეშიქთაში“ მისი სახით ძალიან კარგ ფეხბურთელს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ახალგაზრდაა, მას უყვარს რისკის გარეშე თამაში, როგორც ამას გამოცდილი მოთამაშეები აკეთებენ. მას კარგი შეტევითი პოტენციალიც აქვს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

მისი თქმით, ნინუა სუსტ ლიგაში თამაშობს, მაგრამ ეს დაბრკოლება არ იქნება: „მე და არჩილი თურქეთში საიდან ჩამოვედით? საქართველოს ლიგაში გავიზარდეთ და არა გერმანიის ბუნდესლიგაში. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ კარგი მოთამაშე მხოლოდ ძლიერ ლიგაში იზრდება. გარდა ამისა, ნინუა ახალგაზრდა ფეხბურთელია და შეუძლია ახალ გუნდს ბევრი შესძინოს, ისევე როგორც „ბეშიქთაშს“ შეუძლია მას ბევრი შემატოს“.

გამოცემის ცნობით, „ბეშიქთაშის“ ადმინისტრაცია ნიკა ნინუასთან დაკავშირებით, საბოლოოდ ამ კვირაში მოილაპარაკებს – პრეზიდენტი აჰმედ ნურ ჩობი, ტრანსფერების მენეჯერი ერდალ ტორუნოღლუ და მთავარი მწვრთნელი სერგენ იალჩინი შეხვდნენ და ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღეს. მთავარი იყო იალჩინის პოზიცია, ის თუ თანხმობას იტყოდა, ნინუას სტამბოლში კონტრაქტის გასაფორმებლად მიიწვედნენ.

„ბეშიქთაშის“ მთავარმა მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა კი გადაწყვეტილება მიიღო და განცხადა, რომ ნინუას ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით დაასრულეს.

„ნიკა ნინუას ტრანსფერზე მუშაობა 90%-ით დასრულებულია. ახლა ბევრი მოთამაშე არაა, რომელთაც შეუძლიათ 8 და 6 ნომრებზე კარგად თამაში, ნინუა კი ახალგაზრდაა, შუეძლია, პროგრესი განიცადოს და გუნდს დიდი სამსახური გაუწიოს“, – განაცხადა სერგენ იალჩინმა.

თუმცა, შევიტყვევთ, რომ ნინა ნინუა ჯერ ისევ თბილისშია, „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობს და კონტრაქტი არ გაუფორმებია.

დატოვე კომენტარი