ქართული დუბლი „ბეშიქთაშის“ კარში - შენგელიამ „კონიას“ მოაგებინა [ვიდეო]
ქართული დუბლი „ბეშიქთაშის“ კარში - შენგელიამ „კონიას“ მოაგებინა [ვიდეო]

ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის მორიგ ტურში დუბლი შეასრულა და „კონიასპორს“ ქვეყნის ერთ-ერთი გრანდის დამარცხებაში დაეხმარა.

თურქეთის სუპერლიგის მესამე ტურში „კონიასპორმა“ საკუთარ სტადიონზე სტამბულის „ბეშიქთაში“ მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ლევან შენგელია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე მოედნიდან გუნდის წევრებმა მადლიერებით გააცილეს, რადგან გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

საქართველოს ნაკრებისა და „კონიასპორის“ თავდამსხმელმა 28-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა – ეს სეზონში გუნდის პირველი გოლი იყო.

შენგელიამ 78-ე წუთზე ხორვატიის ნაკრების მცველის, დომაგოი ვიდას შეცდომით ისარგებლა და დუბლი შეასრულა. ასევე ორი გოლია „კონიას“ უკრაინელი შემტევის, ანტონ კრავეცის ანგარიშზე.

„კონიასპორმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი შეხვედრა გამართა და ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა. შენგელიამ კი ახალ სეზონში გოლები პირველად გაიტანა.

დატოვე კომენტარი