თურქული გამოცემა - არ არის გამორიცხული, ნინუა „ბუშიქთაშმა“ შეიძინოს და იჯარით გაუშვას
თურქული გამოცემა - არ არის გამორიცხული, ნინუა „ბუშიქთაშმა“ შეიძინოს და იჯარით გაუშვას

„სტამბოლის „ბეშიქთაშის ადმინისტრაციამ ნიკა ნინუას ტრანსფერი გადადო, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდის დღის წესრიგში იდგა“, – ინფორმაციას თურქული გამოცემა „ფანატიკი“ ავრცელებს.

გამოცემა იმ დეტალებზე წერს, რომელიც თბილისის „დინამოს“ კაპიტანს თურქულ გრანდში გადასვლაში ხელს უშლის.

„21 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომლის კანდიდატურაც რამდენიმე დღის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა მოიწონა, შეჩერებულია ლეგიონერებზე შეზღუდვების შესახებ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი გადაწყვეტილების გამო. იალჩინს სურს, ლეგიონერებზე კვოტის უფლება უფრო გამოცდილი მოთამაშეების ტრანსფერებით გამოიყენოს“, – ამტკიცებს „ფანატიკი“.

თუმცა, თურქული გამოცემა ამავე დროს არ გამორიცხავს, რომ გუნდმა ნინუა შეიძინოს და ამ ტრანსფერის სქემაზეც წერს: „ამტკიცებდნენ, რომ „ბეშიქთაშის“ რამდენიმე სელექციონერი კვლავ ცდილობს ქართველი მოთამაშის საკითხი გაააქტიუროს. ოღონდ ისე, რომ შემდეგ ნინუას ერთი წლით სხვა გუნდში იჯარით გაუშვებენ. ნიკა ნინუას შესახებ ჩატარებული გამოკვლევები მასზე დადებითად მეტყველებს. ამიტომ, შესაძლოა, ნიჭიერი მოთამაშე დაიმატონ და შემდეგ თამაშის გარანტიით, დროებით სხვა გუნდში გაუშვან“.

ფანატიკის“ ცნობით, ნინუას მსურველების მოძებნა რთული არ იქნება: „ბეშიქთაშის“ ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ბევრ კლუბს შეუძლია ნინუას იჯარით წაყვანა, რადგან მისი წლიური ხელფასი 350 ათასი ევრო უნდ იყოს. თუ ეს მატერიალური პირობა დაკამყოფილდება, მსურველი გუნდი ქართველ ფეხბურთელს წაიყვანს“.