ბერლინში აზიური ბაზრობა იწვის. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „დონ სუანის“ ტერიტორიაზე არსებულ კონტეინერებში გაჩნდა და შემდეგ მთელ საწყობს მოედო.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება საგანგებო სამსახურებმა შუადღეს მიიღეს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 90 მეხანძრე მონაწილეობს.
ახლომდებარე რაიონების მცხოვრებლების სახლების ფანჯრების და კარების დახურვისკენ მოუწოდებენ. დაკეტილია ბაზრობის მიმდებარე გზები.
ბერლინის უმსხვილესი აზიური ბაზრობა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხტენბერგის რაიონში მდებარეობს. ტერიტორიაზე ორი ათასამდე მაღაზია, ასევე რესტორნები და სხვადასხვა ოფისებია განთავსებული.