ბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს
ბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რუსეთის 49 წლის მოქალაქის ფოტო, რომელიც დაკავებულია. ამასთან, ვებგვერდზე მისი კუთვნილი ველოსიპედისა და სკუტერის ფოტოებიც გამოქვეყნდა.
გამომძიებლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიაწოდონ სამართალდამცავებს დამატებითი ინფორმაცია მამაკაცის გადაადგილების, ასევე მისი შესაძლო ახლობლების შესახებ, რაც პოლიციას საქმის გახსნაში დაეხმარება.
საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი პოლიციამ დააკავა. ის 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს.