„ოქროს დათვის“ მფლობელი რეჟისორ რადუ ჯუდის ფილმი გახდა
„ოქროს დათვის“ მფლობელი რეჟისორ რადუ ჯუდის ფილმი გახდა

ბერლინალეს 71-ე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმი ცნობილია. „ოქროს დათვის“ მფლობელი ფილმი გახდა რეჟისორ რადუ ჯუდის ფილმი, სახელწოდებით bed luck banging or loony porn.

რაც შეეხება „ვერცხლის დათვის“ პრიზს, ის რამდენიმე ფილმმა მიიღო. გამარჯვებულები ონლაინფორმატში ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა.

კერძოდ, „ვერცხლის დათვი“ – ჟიურის გრანპრი გადაეცა ფილმს wheel of fortune and fantasy; „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა რეჟისორ დენის ნეჯის, ფილმისთვის Natural light;

„ვერცხლის დათვი“ – ჟიურის პრიზი მიიღო ფილმმა Mr Bachmann and His Class; „ვერცხლის დათვი“ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა მსახიობ მარენ ეგერტს ფილმისთვის I,m your man;

„ვერცხლის დათვი“ დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ლილია კინზინგერს, ფილმისთვის Forest I See You; „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა ფილმს Introduction; „ვერცხლის დათვი“ გამორჩეული შემოქმედებითი მიღწევისთვის გადაეცა ფილმს Outstanding.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოებაა, რომელიც პირველად დასავლეთ გერმანიაში 1951 წელს გაიმართა. ბერლინალეს უკანასკნელი გამარჯვებული ირანელი რეჟისორი მოჰამად რასოლუფი გახდა. მან ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“ ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – „ოქროს დათვი“ მიიღო.